მურჯიკნელი მამუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

მურჯიკნელი მამუკა – (Murjikneli Mamuka), ქართველი დიპლომატი, 2019 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში

დაიბადა 5 ოქტომბერი, 1978 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1998 წელს – დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობით – ეკონომისტი.

სამუშაო გამოცდილება:
1998-1999 – ეკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა;
1999-2003 – მუშაობდა აშშ-ს, კანადასა და მექსიკაში საელჩოს ატაშეს (კომერციულ საკითხებში) თანამდებობაზე;
2003-2005 – მივლინებულ იქნა აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე;
2005-2007 – მუშაობდა კომპანია „კანარგო“-ში, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მენეჯერის თანამდებობაზე;
2007-2015 – მუშაობდა შ.პ.ს „ტეტის პეტროლეუმ ლიმიტედ“-ში, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მენეჯერის, კორპორატიულ საქმეთა მენეჯერის და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობებზე;
2015-2017 – მუშაობდა „სქაილენდ პეტროლეუმ გრუპ“-ში, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაზე;
2017-2018 – იყო დამოუკიდებელი კონსულტანტი, ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში.

ფლობს: რუსულ და ინგლისურ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები