მუშკეტოვი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივანე მუშკეტოვი

ივანე მუშკეტოვი – (რუს. Ива́н Васи́льевич Мушке́тов, 1850-1902 წ.წ.), რუსი გეოლოგი, შუა აზიის მკვლევარი.

1874-1880 წ.წ. იმოგზაურა დასავლეთ თურქესტანში, ინახულა ტიან-შანი, პამირი, ალტაი და ბუხარა. შუა აზიაში თავისი გეოლოგიური და გეომორფოლოგიური დაკვირვებანი და გამოკვლევანი მან შეაერთა ერთ დიდ შრომაში ორ ტომად, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა თურქესტანის შესწავლის საქმეში („თურქესტანის გეოლოგიური და ოროგრაფიული აღწერა“; ტ. I 1886 წ., მე-2 გამოცემა 1915 წ.; ტ. II, 1906 წ.). ი. ვ. მუშკეტოვი მუშაობდა აგრეთვე ურალზე და კავკასიაში, გარდა ზემოთ ნაჩვენები შრომისა, მას ეკუთვნის გამოკვლევა მყინვარების შესახებ, აგრეთვე სეისმოლოგიიდან, პეტროგრაფიიდან, მინერალოგიიდან და სხვ. ი. ვ. მუშკეტოვმა შეადგინა თავისი დროისათვის მნიშვნელოვანი „ფიზიკური გეოლოგიის“ კურსი. 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში მუშკეტოვი პეტერბურგის ისტორია-ფილოლოგიის ინსტიტუტში კითხულობდა ფიზიკური გეოგრაფიის ზოგად კურსს.


წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები