მშვიდობის მომხრეთა მოძრაობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მშვიდობის მომხრეთა მოძრაობა – საერთაშორისო მასობრივი მოძრაობა ომის და მილიტარიზმის წინააღმდეგ, მშვიდობის, უსაფრთხოების და ხალხთა თანამშრომლობისთვის. აერთიანებს სხვადასხვა პოლიტიკური, რელიგიური, ფილოსოფიური შეხედულებების ადამიანებს. გაფორმდა მშვიდობის მომხრეთა პირველი მსოფლიო კონგრესზე (1949 წლის აპრილი). ხელმძღვანელი ორგანოა მშვიდობის მსოფლიო საბჭო, რომელშიც მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნის 200-მდე ეროვნული ორგანიზაცია შედის.