მხარდამჭერი ძალები და საშუალებები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მხარდამჭერი ძალები და საშუალებები – ქვედანაყოფები, ნაწილები (ხომალდები), შენაერთები, რომლებიც გამოყოფილია ზემდგომი უფროსის მიერ საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად სახმელეთო ჯარების (ფლოტის ძალების) იმ ქვედანაყოფების (ნაწილების, შენაერთების, გაერთიანებების) ინტერესებისთვის, რომლებიც ბრძოლაში (ოპერაციაში) ძირითად ამოცანებს წყვეტენ.
მიკუთვნებული ძალების და საშუალებებისგან განსხვავებით, მხარდამჭერი ძალები და საშუალებები რჩებიან თავიანთი უშუალო უფროსების დაქვემდებარებაში.