ნათბილაძე ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ნათბილაძე ნიკოლოზ – (Natbiladze Nikoloz), ქართველი დიპლომატი, 2007-2009 წლები საქართველოს საგანებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, 2009-2012 წლები საქართველოს საგანებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოსა და ანდორის სამთავროში

დაიბადა 17 ნოემბერი, 1971 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
2005 – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი;
1988-1993 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი; სპეციალობა ინჟინერ-ტექნოლოგი;
1999-2005 – გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსი საქართველოში და საზღვარგარეთ, მათ შორის ჯორჯ ს. მარშალის ცენტრსა და საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის სასწავლო ცენტრში.

სამუშაო გამოცდილება:
1998-2004 – სადაზღვევო კომპანია „BCI“-ს დამფუძნებელი; სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
2004-2005 – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი;
05.2005-11.2005 – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
11.2005-03.2007 – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
2012-2016 – ჰოლდინგური კომპანია „ნირეზონ“-ის აღმასრულებელი დირექტორი;
2016-დან – „AZERSUN HOLDING“ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.

ფლობს: რუსულ, ინგლისურ და ესპანურ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

სახელმწიფო ჯილდო:
ღირსების ორდენი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები