ნამოსახლარი საყდრისფერდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნამოსახლარი საყდრისფერდი - არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ გლდანის ჩრდილოეთით, გლდანის ხევის მარჯვენა ნაპირზე, ადგილ საყდრისფერდში. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინისა და ფეოდალური ხანით. ძეგლი დაზიანებულია. ნამოსახლარი შედგება ნასახლარისა და სამაროვნისაგან.

ნასახლარზე გამოვლინდა ნახშიროვან-ნაცროვანი მძლავრი კულტურული ფენა. აიკრიფა თიხის ჭურჭლის ნატეხები.

სამაროვანზე დადასტურდა ქვაყუთები. მოპოვებული მასალა ინახება თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები