ნანკინის ხელშეკრულება 1842

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნანკინის ხელშეკრულება 1842 – ხელი მოაწერეს 29.VIII ბრიტანეთის ხომალდ სკორნუოლისზე. პირველმა არათანასწორუფლებიანმა ხელშეკრულებამ, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა თავს მოახვია ჩინეთს, დაასრულა ინგლის-ჩინეთის ომი 1839-42 (ე.წ. პირველი „საოპიუმო“ ომი), ხელშეკრულება ითვალისწინებდა ინგლისთან ვაჭრობისათვის 5 ჩინური პორტის – სიაომინის (ამოი), ფიჯოუს, ნინბოს, შანხაის და გუანჯოუს (კანტონი) გახსნას, სადაც ინგლისელებმა მიიღეს თავისი საკონსულოების გახსნის უფლება, ხელშეკრულების თანახმად, კუნძული სიანგანი (ჰონკონგი) დიდი ბრიტანეთის მფლობელობაში გადადიოდა, ჩინეთს დაეკისრა ბრიტანეთისათვის 6 მლნ დოლარის გადახდა ომის დროს განადგურებული ოპიუმის საკომპენსაციოდ. ბრიტანელ ვაჭრებს მიეცათ ვაჭრობის უფლება „ყველა იმ პირთან, ვისთანაც მოისურვებდნენ“, ჩინეთს ბრიტანეთისთვის უნდა გადაეხადა ასევე კონტრიბუცია 12 მლნ დოლარი და კიდევ 3 მლნ დოლარი მიყენებული ზარალის ანაზღაურებისათვის, დაეწესებინა ბრიტანეთისათვის ხელსაყრელი ბაჟი ინგლისელთა მიერ გატანილ და შემოტანილ საქონელზე. დადგინდა, რომ ბრიტანეთის ჯარების გამოყვანა ნანკინიდან და ჩინეთის ზოგიერთი პუნქტიდან მოხდებოდა მხოლოდ ჩინეთის იმპერატორის მიერ ხელშეკრულების რატიფიკაციისა და პირველი ფულადი შესატანის გადახდის შემდეგ, ხოლო გულანსეს და ჯოუშანის კუნძულებიდან – ყველა სახის ფინანსური ანგარიშსწორების დასრულების და ბრიტანეთთან ვაჭრობისათვის პორტების ფაქტობრივი გახსნის შემდეგ. 8.V.1943 ხელი მოაწერეს ნანკინის დამატებით ხელშეკრულებას, რომელმაც დიდ ბრიტანეთს ახალი პრივილეგიები მიანიჭა.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები