ნასოფლარი პატარა მანიანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნასოფლარი პატარა მანიანი - არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ გლდანის ჩრდილო-დასავლეთით 2-3 კმ-ზე, ჯოხთანის ხევის მარცხენა ნაპირას, ადგილ პატარა მანიანში, თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ტყით დაფარულ ნასოფლარზე შემორჩენილია ნასახლარი ბუდეები (6X4 მ; 4X5 მ, 4X3 მ და ა.შ.) და წითლად და ჩალისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. მოპოვებული მასალა ინახება თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.