ნასოფლარი საყინულე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნასოფლარი საყინულე - არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ გლდანის ჩრდილო-დასავლეთით 4-5 კმ-ზე, ჯოხთანის ხევის მარჯვენა ნაპირას. ადგილ ბოგირებში. ნასოფლარზე შეიმჩნევა ნასახლარი ბუდეები; აიკრიფა ადრინდელი ფეოდალური ხანის წითლად და ჩალისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები. გამოვლინდა ფიქალით ნაგები ქვაყუთები. მიცვალებულები დაკრძალულია ქრისტიანული წესით. სამარხების ნაწილი კოლექტიურია. ყველა სამარხი უინვენტაროა.