ნიკოლოზ II (რუსეთის იმპერატორი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნიკოლოზ II – (რუს. Никола́й II Алекса́ндрович, 1868-1918), რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი (1894-1917). სუსტი და უნებისყოფო მონარქი, რომელიც თავისი მმართველობის რთულ პერიოდში იძულებული იყო ემოქმედა მედროვეებზე, განსაკუთრებით გ. რასპუტინზე დაყრდნობით, რასაც მისი პოლიტიკის საბოლოო მარცხი მოჰყვა. 1901- 1905 რუსეთის მარცხმა იაპონიასთან ომში რუსეთი აიძულა, ეძებნა მოკავშირეები საგარეო ფრონტზე. ნიკოლოზ II ის პირადი ინიციატივა გერმანიასთან დაახლოებაში (ბორჟის ხელშეკრულება) წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან არ პასუხობდა რუსული პოლიტიკის ზედა ფენის ინტერესებს, 1907 რუსეთი შეუერთდა ანტანტას და 1914 ინგლის-საფრანგეთთან ერთად ჩაება გერმანიასთან ომში. ნიკოლოზ II-ის პროგერმანულმა ორიენტაციამ მნიშვნელოვნად განაპირობა რუსეთის მარცხი და იმპერიის დაშლა.