ნიუტონ-ლაიბნიცის ფორმულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიუტონ-ლაიბნიცის ფორმულაფორმულა, რომელიც [a;b] მონაკვეთზე უწყვეტი f(x) ფუნქციიდან განსაზღვრულ ინტეგრალს გამოსახავს ამ მონაკვეთის ბოლოებზე f(x) ფუნქციის პირველყოფილი F ფუნქციის მნიშვნელობებით. ფორმულას აქვს სახე:

Matem21.pngf(x) dx = F(b) - F(a).

ამ ფორმულის მნიშვნელობა იმით განისაზღვრება, რომ მისი საშუალებით დგინდება კავშირი რაიმე ფუნქციიდან განსაზღვრულ ინტეგრალსა და იმავე ფუნქციიდან განუსაზღვრელი ინტეგრალს შორის, ე. ი. ისეთ ობიექტებს შორის, რომლებიც, როგორც წესი, განისაზღვრებიან პრინციპულად სხვადასხვა სახით.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები