ხოხაშვილი ნოდარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნოდარ ხოხაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოდარ ხოხაშვილი

ნოდარ ხოხაშვილი — (დ. 28 სექტემბერი, 1940, თბილისი) — ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე (63 კგ.). 1964 წლის ტოკიოს XVIII ოლიმპიური თამაშების პრიზიორი – ბრინჯაო. მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1969), ევროპის ვიცე­ჩემპიონი (1969), სსრკ­-ის ჩემპიონი (1969), მეორე (1962) და მესამე (1972) პრიზიორი. თბილისის საერთაშორისო ტურნირის ოთხგზის გამარჯვებული (1964, 66, 69, 70). სსრკ-­ის ხალხთა V სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1971). სსრკ-­ის სპორტის დამსახურებული ოსტატი.

1964 წლის ოლიმპიური თამაშები

21 მონაწილე
1. ოსამუ ვატანაბე (იაპონია)
2. სტანჩო კოლევი (ბულგარეთი)
3. ნოდარ ხოხაშვილი (სსრკ)
I წრე ­ ქულებით დაამარცხა მუჰამედ ახტარი (პაკისტანი); II წრე ­ ქულებით მოუგო ჰაირულაჰ საჰინს (თურქეთი); III წრე ­ ქულებით გაიმარჯვა ტაუნო იასკარისთან (ფინეთი) შეხვედრაში; IV წრე ­ ქულებით სძლია რიჩარდ დუგლასს (აშშ); V წრე ­ ქულებით დაამარცხა მოჰამედ იბრაჰიმ სეიფური (ირანი); VI წრე ფრე სტანჩო კოლევთან (ბულგარეთი) შეხვედრაში; VII წრე ­ ქულებით წააგო ოსამუ ვატანაბესთან (იაპონია).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები