ნოიშვანშტაინის ციხე-დარბაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ნოიშვანშტაინის ციხე-დარბაზი – (გერმ. Schloss Neuschwanst-ein) ბავარიის მეფის, ლუდვიგ II-ის რომანული აღორძინების სტილის ციხე-დარბაზი ბავარიის სამხრეთ-დასავლეთში, ქალაქ ფიუსენის მახლობლად, ავსტრიის საზღვართან ახლოს. აიგო 1873-1885 წლებში. პორტალებისა და ერკერებისათვის ქვიშა ჩამოტანილი იქნა ნიუტინგენიდან, ხოლო მარმარილო თაღების, სვეტებისა და კაპიტელებისათვის – ზალცბურგიდან (ავსტრია). მშენებლობას ემსახურებოდა ორთქლის წევაზე მომუშავე ამწე. სვეტების დასამზადებლად, ბუნებრივთან ერთად, გამოყენებულია ხელოვნური მარმარილო და ლაზურიტი. ციხესიმაგრის მშვენებაა სატახტო ოთახი, რომელიც მართალია ვერ დამთავრდა თავდაპირველი ჩანაფიქრის შესაბამისად, მაგრამ მაინც საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე თავისი არქიტექტურით, სიდიადითა და მდიდრული ინტერიერით.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები