ნორმატიული გადახრები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნორმატიული გადახრები - შესაფასებელი სიდიდის ზღვრული მნიშვნელობა, რომელიც შეფასების საზომად მიიღება. სამხედრო ავიაციაში გამოიყენება პილოტირების ხარისხის, საჰაერო ნავიგაციის და საბრძოლო გამოყენების შეფასებისათვის.
ნორმატიული გადახრები განისაზღვრება დიდი რაოდენობით ფრენის (საბრძოლო გამოყენების) შედეგების სტატისტიკური დამუშავების საფუძველზე. ზუსტდება გამოცდილების და სტატისტიკური მასალების დაგროვების შედეგად და მიეწოდება სამხედრო ნაწილებს საბრძოლო მომზადების კურსისთვის დანართების სახით.