ნორმატიული ეკონომიკური თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნორმატიული ეკონომიკური თეორია - (normative economnormatiuli ics) - ეკონომიკური თეორიის ნაწილი, ეკონომიკური ანალიზის ის ტიპი, რომელიც შეისწავლის, რამდენად ეფექტიანია ესა თუ ის ეკონომიკური პირობები და პოლიტიკა, უპასუხებს კითხვას - „რა უნდა იყოს” და არა - „რა არის” ნორმატიული ეკონომიკური თეორია იძლევა სამომავლო რეკომენდაციებს. იგი პრინციპულად განსხვავდება პოზიტიური ეკონომიკური თეორიისაგან, რომელიც სწავლობს ეკონომიკას ისეთს, როგორიც არის ფაქტობრივად. ნორმატიული ეკონომიკური თეორია ეყრდნობა პოზიტიურ ეკონომიკურ თეორიას და ფაქტებზე დაყრდნობით უპასუხებს ისეთ კითხვებს, როგორიცაა: ვინ უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილები - საზოგადოებრივმა სექტორმა თუ კერძო სექტორმა (ბიზნესმა)? რა გზით უნდა შემცირდეს საბიუჯეტო დეფიციტი - მაღალი ბეგარის შემოღებით თუ სახელმწიფო ხარჯების შემცირებით?



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები