ფრენელი ოგიუსტენ ჟან
ოგიუსტინ ჟან ფრენელი – (ფრანგ. Augustin Jean Fresnel, 1788-1827), ფრანგი ფიზიკოსი.
ფრენელი ოპტიკამ სრულიად შემთხვევით დააინტერესა. 20 წლის ასაკში სახელმწიფო სამსახური დაიწყო. იგი აქ რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა გზების შეკეთებაზე და ქალაქის სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველად, აგრეთვე იყო შუქურით განათების რეორგანიზაციის კომისიის წევრი. სწორედ აქ დაიწყო ოპტიკაში კვლევითი სამუშაოები. პირველად საქმე არ გამოუდიოდა, ბევრი რამ გაუგებარი იყო მისთვის. მაგრამ თავისი ნიჭის წყალობით მალე მიაღწია წარმატებებს. თუმცა ექსპერიმენტს პრიმიტიული საშუალებებით ატარებდა, მაინც საუცხოო შედეგებს მიაღწია. კვლევის შედეგი იყო ის შესანიშნავი ნაშრომი, რომელიც 1815 წელს წარუდგინა პარიზის აკადემიას. მასში გადმოგვცა თავისი დაკვირვებები, რომელთა საფუძველზე შექმნა სინათლის დიფრაქციის თეორია. ოპტიკაში შემდგომ მის ნაშრომებს დღესაც არ დაუკარგავთ ფასი. თავისი დიდი წვლილი შეიტანა სინათლის მოძღვრების განვითარებაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლარიზაციის მოვლენის მის განმარტებას. მან დაამტკიცა აგრეთვე, რომ პოლარიზებული სხივები პერპენდიკულარულ სიბრტყეებში არ განიცდის ინტერფერენციას, რამაც დაასაბუთა სინათლის ტალღების განივი ხასიათი.
ფრენელი სკოლაში საკმარისად სუსტად სწავლობდა, მისი უნარი მხოლოდ პოლიტექნიკურ სკოლაში გამოვლინდა, როცა მათემატიკით და საბუნებისმეტყველო მეცნიერებით დაინტერესდა, თუმცა ეს მაინც არ მიგვანიშნებდა გენიაზე და იმ დიდ აღმოჩენაზე, რომლებიც მან შემდგომში გააკეთა.
ყოველდღიურად ლუკმა-პურისათვის ხელს ჰკიდებდა შემთხვევით საქმეებს გარდაიცვალა 39 წლის ასაკში.