ოთხი ქვეყნის შეთანხმება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოთხი ქვეყნის შეთანხმება - ვაშინგტონის კონფერენციის 1921-22 ერთ-ერთი ძირითადი დოკუმენტი. ხელი მოაწერეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იაპონიის წარმომადგენლებმა 13-XII.1921, ითვალისწინებდა წყნარი ოკეანის რაიონში კუნძულოვან სამფლობელოებსა და კუნძულოვან ტერიტორიებზე „უფლებების“ ერთობლივ დაცვას. მიზნად ისახავდა კოლონიურ სახელმწიფოთა ძალისხმევის გაერთიანებას წყნარი ოკეანის კუნძულებისა და შორეული აღმოსავლეთის ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის წინააღმდეგ. შეთანხმების ხელმოწერით ძალა დაკარგა ინგლის-იაპონიის კავშირმა 1902-21, რომელიც იმ პერიოდში აშშ-ის წინააღმდეგ იყო მიმართული.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები