მაჭუტაძე ონოფრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ონოფრე მაჭუტაძე-დან)
მაჭუტაძე ონოფრე – (XVIII ს.), მწიგნობარი, დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარი. სულხან-საბა ორბელიანის თანამედროვე. ჩვენამდე მოაღწია ერთმა ხელნაწერმა კრებულმა, რომლის შემდგენელი და რედაქტორი მაჭუტაძე უნდა იყოს. ამ კრებულში არის 9 გალობისგან შემდგარი ლიტურგიკული „კანონი“ დავით გარეჯელის სახელობისა. „კანონს“ ახლავს აკროსტიხი, რომლის ანალიზის საფუძველზე გამოთქმულია ვარაუდი, რომ „კანონის“ ავტორი არის სულხან-საბა, უშუალოდ ჩამწერი — სხვა პირი, შესაძლოა, თვით ონოფრე მაჭუტაძე.