ონჭიქეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ონჭიქეთი – დასავლეთ საქართველოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ონჭიქეთისა და ქვემო ონჭიქეთის ძველი სახელწოდება. ამჟამად ორივე სოფელი შედის ერკეთის თემში.

სახელწოდება

ზოგიერთ ოფიციალურ, აგრეთვე, საისტორიო-გეოგრაფიულ წყაროში ამ სოფლის სახელწოდება წარმოდგენილია ხან ონვიკეთ-ად, ხან კი – ონჭიქედ-ად. სახელის ასეთი სხვადასხვაგვარი დაწერილობა იმის პირდაპირი შედეგი ჩანს, რომ ტოპონიმის შინაარსი მისი უშუალო მომხმარებელი ხალხისათვის იმთავითვე დაბნელებულა: მას ხან -ეთ სუფიქსიან სახელად მიიჩნევდნენ (ონჭიქ-ეთ-ი), ხან -ქედ საზღვრულიან ტოპონიმად (ონჭიქედ-ი), ხანაც -იქეთ საზღვრულიან სახელად (ონჭ-იქეთ–ი). ჩვენი ფიქრით ტოპონიმი ონჭიქეთ-ი||ონჭიკეთი მომდინარეობს ზანური ოჭინკეთი-საგან, რაც ნიშნავს: „სა-ჭინკ-ეთ-ი“ „ჭინკების, ავსულების მოსაჩვენებელი (გადატ. საშიში) ადგილები“.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები