ოპერატიული უზრუნველყოფა
ოპერატიული უზრუნველყოფა – იმ ოპერატიული, ოპერატიულ-ტაქტიკური (ტაქტიკური) ღონისძიებების კომპლექსი, რომლებიც იგეგმება, ეწყობა და ხორციელდება ყველა სახეობის ოპერაციებში (საბრძოლო მოქმედებებში) თავისი ჯარების (ძალების) შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის გამოყენებისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნის, აგრეთვე მოწინააღმდეგის ჯარების (ძალების) და შეიარაღების გამოყენების ეფექტიანობის შემცირების მიზნით.
ოპერატიული უზრუნველყოფის ძირითადი სახეობებია: დაზვერვა, ფსიქოლოგიური ბრძოლა, რადიოელექტრონული ბრძოლა, შენიღბვა, საინჟინრო უზრუნველყოფა, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვა, ტოპოგეოდეზიური უზრუნველყოფა, სანავიგაციო, ჰიდრომეტეოროლოგიური (მეტეოროლოგიური) უზრუნველყოფა, ხოლო ტაქტიკურ რგოლში – აგრეთვე დაცვა.
შეიარაღებული ძალების სახეობების ჯარებს აქვთ მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ოპერატიული უზრუნველყოფის სახეობები: სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებს – საშტურმანო, საძიებო-სამაშველო, რადიოტექნიკური უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს რადიოლოკაციურ და რადიოშუქტექნიკურ უზრუნველყოფას; სამხედრო-საზღვაო ძალებს – ნავსაწინააღმდეგო, ნაღმსაწინააღმდეგო, კატარღასაწინააღმდეგო და სანავიგაციო- ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფა.