პარეტოს ოპტიმუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარეტოს ოპტიმუმი - (Pareto optimum), რესურსებისა და მზა პროდუქციის ისეთი განაწილება, როდესაც არ ხდება გადანაწილება იმგვარი სახით, რაც გააუმჯობესებდა ერთი ინდივიდის მდგომარეობას სხვათა მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე. ეს კონცეფცია ეკუთვნის ვილფრედო პარეტოს და ატარებს მის სახელს. კეთილდღეობის ეკონომიკური თეორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. დაკავშირებულია იმ პირობების ანალიზთან, რომელთა შემთხვევაშიც შეიძლება პარეტოს ოპტიმუმის მიღწევა. მიუხედავად ამ უკანასკნელის დიდი თეორიული დანიშნულებისა, პარეტოს კრიტერიუმის პრაქტიკული გამოყენება ძალზე შეზღუდულია, ვინაიდან იგი მიუღებელია იმ ალტერნატივების შერჩევისას, რომელიც გულისხმობს ერთი ინდივიდის მდგომარეობის გაუმჯობესებას სხვათა ხარჯზე. გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერ ეკონომიკურ პოლიტიკას მოაქვს ზიანი ადამიანთა ამა თუ იმ ჯგუფისათვის, ეს გარემოება სერიოზულად ზღუდავს პარეტოს ოპტიმუმის პრაქტიკულ გამოყენებას. ამ შეზღუდვის გადასალახავად ზოგიერთი ეკონომისტი ცდილობს სამართლიანი განაწილების კონცეფციით, ან კომპენსაციის კრიტერიუმების გამოყენებით შეავსოს და განამტკიცოს პარეტოს ოპტიმუმი.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები