პატიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პატიო

პატიო – (ესპ. patio ეზო), საცხოვრებლის ღია შიდა ეზო, შემოსაზღვრული კედლებით, გალერეებით, ჭიშკრებით, გისოსებითა და ა.შ. ან მწვანე ბუჩქნარითა და ხეებით. ის გავრცელებული იყო ანტიკურ და შუა საუკუნეებში ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში (უმეტესად ესპანეთში), ხოლო შემდეგ სამხრეთ ამერიკასა და მაჰმადიანურ სამყაროში.

პატიო არის არქიტექტურული ოსტატობის ესპანურ-მავრიტანული სტილის კლასიკური ელემენტი, რომელიც ამჟამად მთელ მსოფლიოშია გამოყენებული. პატიოს შემადგენლობაში შედის: მცირე მოედანი (მოედნები) დასვენებისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების; ფარდული მაგიდით, სკამებით, სავარძლებით, დივანითა და სხვ.; აუზი, შადრევანი, ტბორი, გუბურა და სხვ.; დრენაჟის სისტემა წვიმის წყლის გასაყვანად ტერიტორიიდან, ზოგჯერ კი პირიქით – წვიმის წყლის აკუმულაციისათვის; ყვავილების გაზონი, ბაღი, სკვერი, პერგოლა, გალიები მგალობელი ფრინველებისათვის და ა.შ. ეზოს ნაწილი ყოველთვის დაფენილია მოზაიკური, დეკორატიული ან სხვა სახის ფილებით. პატიოს აშენებდნენ არა მარტო საცხოვრებელ სექტორში, არამედ მონასტრების, ტაძრების, სამლოცველოების, ადმინისტრაციული შენობების, დასასვენებელი სახლების, სასტუმროების ეზოებშიც.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები