პერეიასლავის შეთანხმება 1630
პერეიასლავის შეთანხმება 1630 – დაიდო 29.V(8.VI) კაზაკთა მეთაურსა და პოლონეთის ჰეტმანს სტ. კონეცპოლსკის შორის პერეიასლავში (თანამედროვე პერეიასლავ-ხმელნიცკი). შეთანხმებას შედეგად მოჰყვა კურუკოვოს შეთანხმების 1625 გადასინჯვა, რომელმაც ძალა დაკარგა უკრაინაში მძლავრი გლეხურ-კაზაკური აჯანყების პირობებში ტ. ფედოროვიჩის მეთაურობით. აჯანყებამ განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო კორსუნთან პოლონეთის ჯარებისათვის წარუმატებელი ბრძოლის (4IIV.1630) შემდეგ. კონეცპოლსკი იძულებული გახდა, მოლაპარაკებებზე წასულიყო არა მხოლოდ აჯანყების ფართო ხასიათის, არამედ რუსეთთან ახალი ომის პერსპექტივის გამოც. რომლის დროსაც კაზაკობა შესაძლოა რუსეთის მხარეზე გადასულიყო. პოლონეთის ჰეტმანი, რომელმაც იცოდა კაზაკია სურვილის შესახებ, მიეღოთ რუსეთის ქვეშევრდომობა, იძულებული გახდა, დათანხმებოდა კაზაკთა რეესტრის გადიდებაზე 6 ათასიდან 8 ათას კაცამდე და გამოეცხადებინა ამნისტია აჯანყების ყველა მონაწილისათვის, კაზაკებმა მიიღეს უფლება, აერჩიათ საკუთარი პეტმანი.