პერშინგის ექსპედიცია 1916-17

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პერშინგის ექსპედიცია 1916-17აშშ-ის შეიარაღებული ინტერვენცია მექსიკაში, რომელიც მიზნად ისახავდა 1910 დაწყებული მექსიკის რევოლუციის პარალიზებას და ამერიკული მონოპოლიების პოზიციების განმტკიცებას ამ ქვეყანაში. მის ფორმალურ საბაბად იქცა 9.III.1916 აშშ-ის მიერ პროვოცირებული მექსიკელი პარტიზანების თავდასხმა ამერიკის სასაზღვრო ქალაქ კოლუმბუსზე. 15.III.1916 აშშ-ის ჯარები გენერალ ჯ. ჯ. პერშინგის მეთაურობით მექსიკის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, თითქოსდა „დამსჯელი ექსპედიციის“ ჩასატარებლად, სინამდვილეში აშშ-მა განახორციელა ინტერვენცია, რომელმაც მექსიკელთა შეუპოვარი წინააღმდეგობა გამოიწვია. ასეთი წინააღმდეგობის, მექსიკის მთავრობის გადამწყვეტი მოქმედებების, სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში მექსიკის დასაცავად გაშლილი ფართო კამპანიის პირობებში, ასევე პირველ მსოფლიო ომში ჩასაბმელად აშშ-ის მომზადებასთან დაკავშირებით ამერიკის მთავრობა იძულებული გახდა, 1916 წლის სექტემბერში დაეწყო მოლაპარაკებები მექსიკიდან ჯარების გამოყვანის თაობაზე, ამერიკული ჯარების ევაკუაცია დაიწყო 1917 წლის იანვარში და დასრულდა იმავე წლის 5.II.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები