პიროპლაზმიდოზური სიტუაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიროპლაზმიდოზური სიტუაცია – (ლათ. situs მდგომარეობა) – პიროპლაზმიდოზების ეპიზოოტიური მდგომარეობის მიხედვით მიღებულია ტერიტორიის შემდეგი კლასიფიკაცია:

  1. კეთილსაიმედო – დაავადების აღმძვრელისა და მისი გადამტანი ტკიპის არარსებობა;
  2. საშიში – არის გადამტანი ტკიპი, მაგრამ არ არის დაავადების აღმძვრელი, რომლის გაჩენის შემთხვევაში ტერიტორია ენზოოტიურად გარდაიქმნება;
  3. ენზოოტიური – არის გადამტანი ტკიპი და აღმძვრელი, მაგრამ ტკიპების რაოდენობა არასაკმარისია ყოველწლიურად ცხოველების „რევაქცინაციისათვის“. ამიტომ, ყოველთვის არიან ამთვისებელი ცხოველები;
  4. ლატენტური (latens ფარული) – მრავლად არიან გადამტანი ტკიპები, რომლებიც მასპინძელი ცხოველების სხეულზე პარაზიტობის მთელი სეზონის განმავლობაში ახდენენ ცხოველების „რევაქცინაციას“. დაავადებული ცხოველები არ ვლინდება, მაგრამ ყველა მათგანი პარაზიტმატარებელია. ავადდებიან კეთილსაიმედო ტერიტორიიდან შემოყვანილი ცხოველები.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები