პრასა-მაკიდოიანი ქაფშია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პრასა-მაკიდოიანი ქაფშია − ჭარხლისა და ფხალის ფოთლებს პრასა-მაკიდოსთან ერთად წვრილად დაჭრიდნენ, ნიორნარევ მარილში დანაყილ პილპილსა და მოხარშულ ბრინჯში აურევდნენ, მასში ქაფშიას და სიმინდის ფქვილს ჩაუმატებდნენ. ყველაფერ ამას ცხელ წყალში გახსნილ კოწახურში მოზელავდნენ. მიღებულ ცომს გახურებულ კეცში ჩაფენილ ფოთლებზე გადაიტანდნენ, კეცს თუნუქის სახურავს დაახურავდნენ და ნაკვერჩხლებს დააყრიდნენ. ამ მდგომარეობაში იგი შეწვამდე რჩებოდა.



ლიტერატურა

აბაშიძე, კომახიძე, 1998:116.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები