პროგრესიული გადასახადი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პროგრესიული გადასახადი - (progressive tax) - გადასახადი, რომლის საშუალო განაკვეთიც იზრდება შემოსავლის ზრდასთან ერთად. პროგრესიული გადასახადი შეიძლება არსებობდეს დანახარჯებზეც, როცა საგადასახადო განაკვეთი იზრდება სამომხმარებლო დანახარჯების ზრდის კვალობაზე.
დასავლეთის ქვეყნების საგადასახადო სისტემების უმრავლესობაში გადასახადები პროგრესიულია.