რადიაციული დაზვერვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რადიაციული დაზვერვა – ადგილმდებარეობის, აკვატორიის, საჰაერო სივრცის, სამხედრო ტექნიკის, სხვა მატერიალური საშუალებების და ობიექტების რადიოაქტიური დასნებოვნების (დაბინძურების) ხარისხის და მასშტაბების შესახებ მონაცემების მოპოვება, შესწავლა და ანალიზი.

ამოცანები:

  • დასნებოვნების ფაქტის დადგენა;
  • დასნებოვნებული რაიონების საზღვრების, დასნებოვნების ხარისხის, დასნებოვნებული პირადი შემადგენლობის, სამხედრო ტექნიკის და მატერიალური საშუალებების რაოდენობის განსაზღვრა.

რადიაციული დაზვერვა ხორციელდება რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების სადაზვერვო ქვედანაყოფებით, ვერტმფრენების (თვითმფრინავების) ეკიპაჟებით, უპილოტო საფრენი აპარატებით, აგრეთვე ჯარების ყველა გვარეობის და სპეციალური ჯარების სპეციალურად მომზადებული ათეულებით, გათვლებით (ეკიპაჟებით), დოზიმეტრიული ხელსაწყოების და რადიაციული კონტროლის ხელსაწყოების გამოყენებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები