რაკეტა-ტორპედო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რაკეტა-ტორპედო – სახომალდო სარაკეტო იარაღი, რომელიც განკუთვნილია წყალქვეშა ნავებისა და წყალზედა ხომალდების წინააღმდეგ ბრძოლისათვის. არის ერთსაფეხურიანი მყარსათბობიანი რაკეტა, რომელსაც მიზნის რაიონში მიაქვს საბრძოლო ნაწილი – მცირე გაბარიტის თვითგასამიზნი ტორპედო.

რაკეტა-ტორპედო შედის კომპლექსის შემადგენლობაში, რომელიც შეიცავს გამშვებ დანადგარს, მართვის ხელსაწყოებს, რაკეტის შენახვისა და მიწოდების სისტემებს. საჰაერო სივრცეში რაკეტა-ტორპედო მოძრაობს ბალისტიკური ტრაექტორიით ან იმართება თვითგასამიზნი სისტემით. გაანგარიშებულ წერტილში ტორპედო გამოეყოფა მატარებელს და წყალზე ეშვება. სამუხრუჭო პარაშუტით დაშვებისა და გათვალისწინებულ სიღრმეზე ჩასვლის შემდეგ ახორციელებს ძებნის დაპროგრამებულ მანევრს, სამიზნის აღმოჩენისას ახდენს თვითდამიზნებას და აზიანებს მიზანს.

რაკეტა-ტორპედოს გაშვება ხდება წყალზედა ხომალდის გამშვები დანადგარიდან ან წყალქვეშა ნავების სატორპედო აპარატებიდან წყალქვეშ მდებარეობის დროს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები