რაკეტის მართვის სისტემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რაკეტის მართვის სისტემა – სარაკეტო კომპლექსის მოწყობილობის ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს გაშვების წინა ოპერაციებს, რაკეტის გაშვებას და ფრენის დროს მის მართვას.
რაკეტის ფრენის მართვის სისტემა, როგორც რაკეტის მართვის სისტემის შემადგენელი ნაწილი, შედგება სტაბილიზაციის (უზრუნველყოფს რაკეტის მოცემულ კუთხეს ან დაწესებული კუთხით მოძრაობის შენარჩუნებას) და დამიზნების (საზღვრავს რაკეტის მოძრაობის წესს და უზრუნველყოფს მის ფრენას ამ წესით) სისტემებისგან. რაკეტის დამიზნების სისტემა შეიძლება იყოს ავტონომიური, ტელემართვადი, თვითდამიზნებადი და კომბინირებული.