რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსირაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საცეცხლე კომპლექსი, სარაკეტო კომპლექსის სახეობა, რომელიც განკუთვნილია მოიერიშე რაკეტებისა და მათი ქობინების დასაზიანებლად დასაცავი რაიონისაგან (ობიექტისაგან) უსაფრთხო მანძილზე. არის სარაკეტო-კოსმოსური თავდაცვის შემადგენლობაში შემავალი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ნაწილების შეიარაღებაზე.

უზრუნველყოფს:

  • გაშვებული რაკეტების აღმოჩენას, მათ თანხლებას და ტიპების მიხედვით ამოცნობას;
  • ქობინის ნაწილების სელექციას;
  • მიზანგანაწილებას;
  • სტარტისწინა მომზადებას, გაშვებას, გამიზვნას და ანტირაკეტის საბრძოლო ნაწილის აფეთქებას;
  • საბრძოლო ამოცანის შესრულების შედეგების შეფასებას.

რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსი არის:

  • სახმელეთო, კოსმოსური, საავიაციო და საზღვაო;
  • ბაზიდან გადასატანი და სტაციონარული;
  • დიდი (200 კმ-ზე მეტი), საშუალო (60-200 კმ) და მცირე (60 კმ-მდე) დაჭერის სიშორის.

რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსის ყველაზე დამახასიათებელი შემადგენლობაა: სამეთაუროგამოთვლითი პუნქტი, გამშვები დანადგარები ანტირაკეტებით, მრავალფუნქციური რადიოლოკაციური სადგური, მონაცემების გადაცემის საშუალებები, დამხმარე საშუალებები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები