რამოსე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რამოსე – ამონხეტეპ III-ის ბოლო და ეხნატონის მეფობის პირველი ვეზირი. ცნობილია თავისი არაჩვეულებრივი სამარხით გურნას ნეკროპოლისში. სამარხის მოხატულობა, სადაც წარმოდგენილია ეხნატონისა და ატონის უძველესი გამოსახულებები, იმდროინდელი ხელოვნების უმშვენიერეს ნიმუშად ითვლება.