რაფიელ აგლაძის ქუჩა – ქუჩა თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი (დიდუბე); ქუთაისის ქუჩიდან ალიო მირცხულავას ქუჩამდე. წარმოიქმნა XX ს. 30-იან წლებში. 1963-მდე გასწვრივი ქუჩა ერქვა. შემდეგ – შ. ელიავასი, 1991 რ. აგლაძის სახელი ეწოდა. ქუჩაზე არის ლუდის მწარმოებელი შპს „თბილლუდი“.
წყარო
ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები