რებეკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რებეკი – (ფრანგ. rebec, ლათ. rebeca, rubeba; არაბ. rabāb) ძველებური ხემიანი სიმებიანი საკრავი. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში რებეკი გაჩნდა XII საუკუნეში. ფართოდ იყო გავრცელებული ხალხურ-მუსიკალურ პრაქტიკაში. გამოიყენებოდა ჯერ კიდევ XVIII ს. მე-3 მეოთხედამდე.