ბჟალავა რომანოზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რომანოზ ბჟალავა-დან)
რომანოზ ბჟალავა – დაიბადა 1959 წლის 10 იანვარს აბაშის რაიონის სოფელ ძველ აბაშაში. ინჟინერ-ეკონომისტი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტი (1982).
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს კონტროლის პალატა, განყოფილების უფროსი, სამმართველოს უფროსი (1993-2000)
- საქართველოს შემოსავლების სამინისტრო, გენ.ინპექციის უფროსის მოადგილე, საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2000-2001)
- თბილისის ვაკე-საბურთალოს გამგებლის მოადგილე, გამგებელი (2004-2006)
- თბილისის საკრებულო, მთავარი სპეციალისტი (2006-2007)
- ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი, ეკონომიკური და იურიდიული საკითხების კონსულტანტი (2007-2008)
- აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი (2008)
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): მაჟორიტარი, №63 აბაშის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი.