საარტილერიო-ინსტრუმენტული დაზვერვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საარტილერიო-ინსტრუმენტული დაზვერვასაარტილერიო დაზვერვის შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოებს აღმოჩენის და გაზომვის სხვადასხვა ხელსაწყოს დახმარებით. განსაზღვრავს ობიექტების (მიზნების) კოორდინატებს მოწინააღმდეგის განლაგებაში და ემსახურება საკუთარი არტილერიის სროლას, აგრეთვე აწარმოებს ფოტოგრამეტრიულ სამუშაოებს (ფოტოგრამმეტრიული დაზვერვა).

საარტილერიო-ინსტრუმენტული დაზვერვა იყოფა ოპტიკურ, ბგერით, რადიოლოკაციურ და რადიოტექნიკურ დაზვერვად. შესაბამისად უწოდებენ ქვედანაყოფებსაც, რომლებიც საარტილერიო-ინსტრუმენტული დაზვერვას აწარმოებენ (მათ რიცხვს განეკუთვნება სროლის ტოპოგეოდეზიური მიბმის და მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის ქვედანაყოფებიც).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები