საბრძოლო კოსმოსური სადგური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო კოსმოსური სადგური (პლატფორმა, ფრანგული plate-forme – ბრტყელი ფორმა) – საბრძოლო კოსმოსური სისტემის ძირითადი კომპონენტი (კოსმოსური აპარატი). სამხედრო სპეციალისტები მას განიხილავენ, როგორც სარაკეტო-კოსმოსური თავდაცვის საიმედოობის ამაღლების შესაძლო საშუალებას. კერძოდ, მოწინააღმდეგის ბალისტიკური რაკეტების დასაზიანებლად ტრაექტორიის აქტიურ მონაკვეთებზე და მათი საბრძოლო ბლოკების დასაზიანებლად – პასიურ მონაკვეთებზე. საბრძოლო კოსმოსური სადგურის ძირითად შეიარაღებას განეკუთვნება დაზიანების საშუალებები (რაკეტები, კინეტიკური, ლაზერული, მაჩქარებელი და ახალ ფიზიკურ პრინციპებზე შექმნილი სხვა სახეობის იარაღი), საინფორმაციო-სამართავი სისტემა, დაცვისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფის საშუალებები. საბრძოლო კოსმოსური სადგურის შექმნა არის რთული მეცნიერულ-ტექნიკური პრობლემა, რომელიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანახარჯებსა და დროს მოითხოვს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები