საბრძოლო მანქანის ეკიპაჟის სიცოცხლისუნარიანობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საბრძოლო მანქანის ეკიპაჟის სიცოცხლისუნარიანობა – საბრძოლო მანქანის განყოფილებების (საბრძოლო, მართვის) შესაძლებლობა განათავსოს ეკიპაჟი (გათვლა, დესანტი) იმ დროის განმავლობაში, რომელიც საჭიროა საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად.
საბრძოლო მანქანის ეკიპაჟის სიცოცხლისუნარიანობა უზრუნველყოფილია იმ არასასურველი მიკროკლიმატური (ტემპერატურა, სინესტე), მექანიკური, (ხმაური, ვიბრაცია და სხვა), ელექტრომაგნიტური, ქიმიური და სხვა ფაქტორებისგან დაცვის საშუალებებით, რომლებიც წარმოიქმნებიან გარემოს ზემოქმედებით ან თვით მანქანის ფუნქციონირების შედეგად. ასევე უზრუნველყოფილია სამუშაო ადგილების რაციონალური მოწყობით; საკვების, წყლის, მედიკამენტების და სხვა მარაგით; საინჟინრო ფსიქოლოგიის და სამხედრო ერგონომიკის მოთხოვნების შესრულებით.