საბრძოლო მორიგეობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო მორიგეობა – სპეციალურად გამოყოფილი ძალებისა და საშუალებების მორიგეობის (საქმიანობის) განსაკუთრებული სახეობა. დაგეგმილი ან უეცრად წამოჭრილი ამოცანების გადაწყვეტის და საბრძოლო მოქმედებების წარმოების თვალსაზრისით სხვა ძალებთან და საშუალებებთან შედარებით საბრძოლო მზადყოფნის უფრო მაღალ დონეზე დგას. ეწყობა მოწინააღმდეგის თავდასხმის დაწყების დროული აღმოჩენის, ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტების მყისიერად დაზიანების, ასევე სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო საზღვრების დარღვევის აღკვეთის მიზნით.

საბრძოლო მორიგეობის ძალების და საშუალებების შემადგენლობაში შედის საბრძოლო გათვლები, ხომალდების და საფრენი აპარატების ეკიპაჟები, მართვის პუნქტების, საბრძოლო უზრუნველყოფის და მომსახურების ძალებისა და საშუალებების მორიგე ცვლები. მორიგე ძალები და საშუალებები გამოიყენება ზემდგომი მეთაურების კომანდებით (სიგნალებით), ხოლო, დაუყოვნებლივ მოქმედების შემთხვევაში – მორიგე ნაწილების, ხომალდების ქვედანაყოფების მეთაურების გადაწყვეტილებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები