საბჭოთა კავშირ-ამერიკის მოლაპარაკებები ბირთვული და კოსმოსური შეიარაღების შესახებ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საბჭოთა კავშირ-ამერიკის მოლაპარაკებები ბირთვული და კოსმოსური შეიარაღების შესახებ – დაიწყო ჟენევაში 1985 წლის 12 მარტს, 1985 გაიმართა მოლაპარაკებათა 3 რაუნდი. განიხილებოდა საკითხთა კომპლექსი, რომელიც ეხებოდა სტრატეგიული ღა საშუალო მანძილის კოსმოსურ და ბირთვულ შეიარაღებას. განცხადებაში აღინიშნა, რომ მოლაპარაკებების საბოლოო შედეგი უნდა იყოს ბირთვული შეიარაღების აბსოლუტური ლიკვიდაცია.