საგზაო მოძრაობის ორგანიზება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საგზაო მოძრაობის ორგანიზება – საორგანიზაციო-სამართლებრივი, საორგანიზაციო-ტექნიკური ღონისძიებებისა და განმკარგულებელი მოქმედებების კომპლექსი გზებზე ტრანსპორტის მოძრაობის მართვისათვის, რომლის მიზანია გზებზე უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფა. მის გასაუმჯობესებლად მუნიციპალური სამსახურები მიმართავენ სხვადასხვა სისტემის გამოყენებას, როგორებიცაა მაგ., სარეზერვო ზოლების გამოყენება, ცალმხრივი მოძრაობა, რაციონალური მარშრუტების შერჩევა, შუქნიშნების სამუშაო პროგრამა მწვანე ტალღა და სხვ. ამჟამად, მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში მოქმედებს მოძრაობის დასარეგულირებელი კომპიუტერული პროგრამები, რომელთა მიხედვით ხდება მუნიციპალური ტრანსპორტის (ავტობუსი, ტროლეიბუსი, სამარშრუტო ტაქსი, სპეტრანსპორტი) მოძრაობის მართვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები