სადაზვერვო საფრენი აპარატები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სადაზვერვო საფრენი აპარატები – განკუთვნილია საჰაერო და კოსმოსური დაზვერვისათვის. მათ რიცხვს განეკუთვნება სპეციალურად მოწყობილი პილოტირებული და უპილოტო თვითმფრინავები, ვერტმფრენები და კოსმოსური აპარატები, ავტომატური აეროსტატები.
სადაზვერვო მოწყობილობად გამოიყენება:
- დღის და ღამის აეროფოტოაპარატები;
- ინფრაწითელი, ლაზერული და სატელევიზიო სადაზვერვო აპარატურა;
- სახმელეთო, სახომალდო და საჰაერო რადიოლოკაციური სადგურების დაზვერვის საბორტო სადგურები;
- ყველა სახეობის რადიოკავშირის სადაზვერვო აპარატურა;
- სახმელეთო და საჰაერო რადიაციული ვითარების სადაზვერვო აპარატურა და სხვა.