სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა – სამხედრო აღრიცხვის კატეგორია, რომელიც აღნიშნავს სამხედრო მოსამსახურის (რეზერვში მყოფი მოქალაქის) სამხედრო სპეციალობას და მის კუთვნილებას შეიარაღებული ძალების სახეობისადმი, ჯარების (ძალების) გვარეობისადმი ან სამსახურისადმი.
სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობას აქვს კუთვნილი სახელწოდება და ნომერი (ციფრული აღნიშვნა). აწესებენ მოქალაქეებისათვის, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი სამხედრო მომზადება და სწავლება, სამხედრო მომზადების არმქონე პირებისათვის კი – სამოქალაქო სპეციალობებში მათი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის დროს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017