სამხედრო მოსამსახურეების დაკრძალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო მოსამსახურეების დაკრძალვაბრძოლებში დაღუპულების, დასახიჩრების (ჭრილობის, ტრვმის), დაავადების შედეგად და სხვა მიზეზებით გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების დასაფლავება მხედრული პატივის მიგების წესების დაცვით. სრულდება სამხედრო სასაფლაოებზე, საზოგადოებრივი სასაფლაოების მეომართა უბნებზე, ინდივიდუალურ და ძმათა სასაფლაოებზე; საბრძოლო ვითარებაში დასაშვებია სამხედრო მოსამსახურეების დაკრძალვა უშუალოდ ბრძოლის ველზე. სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებზე დაღუპულების (გარდაცვლილების) ნეშტი შეიძლება ზღვას მიაბარონ. დაკრძალულების სახელები, დაკრძალვის ადგილი და თარიღი შეაქვთ სპეციალურ წიგნებში (სავახტო ჟურნალებში).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები