სამხედრო მოსამსახურის სტატუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო მოსამსახურის სტატუსი - სამხედრო მოსამსახურეების უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის ერთობლიობა, რომელიც დადგენილია ქვეყნის კანონმდებლობით.

სამხედრო მოსამსახურის სტატუსის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს კონსტიტუცია, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის კანონი, სხვა სახელმწიფო კანონები და ნორმატიული აქტები, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის და ქვეყნის საერთაშორისო ხელშეკრულებების საყოველთაოდ აღიარებული ნორმები.

სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მოქალაქეები სამხედრო სამსახურის დაწყებით იძენენ და მისი დამთავრების შემდეგ კარგავენ (შეუნარჩუნდებათ ტყვედ ან მძევლად აყვანილ სამხედრო მოსამსახურეებს, აგრეთვე ინტერნირებულებს). სამხედრო მოსამსახურის სტატუსი სამხედრო მოსამსახურეებისათვის ითვალისწინებს განსაზღვრულ კომპენსაციებს და შეღავათებს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები