სამხედრო ხელოვნების პრინციპები
სამხედრო ხელოვნების პრინციპები - (ლათინური principium – საფუძველი), საომარი მოქმედებების ორგანიზაციის და წარმოების დებულებები, წესები, უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციები, რომელთა პრინციპები გამოხატავენ შეიარაღებული ბრძოლის ობიექტურად არსებულ კანონებს და კანონზომიერებებს.
სამხედრო ხელოვნების ძირითადი პრინციპებია ის დებულებები, რომლებიც სავალდებულოა მისი სამივე შემადგენელი ნაწილისათვის – ტაქტიკის, ოპერატიული ხელოვნებისა და სტრატეგიისათვის. მაგალითად, ძირითადი ძალისხმევის თავმოყრა უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე მთავარი საბრძოლო ამოცანების გადასაწყვეტად, მოქმედებების აქტიურობა და გადამჭრელი ხასიათი; უეცარი ინიციატივა, ხელში ჩაგდება და შენარჩუნება, მართვის სიმტკიცე, ძალების და საშუალებების მანევრი; საომარი (საბრძოლო) მოქმედებების ყოველმხრივი უზრუნველყოფა და სხვა. სამხედრო ხელოვნების პრინციპების გამოყენების ცოდნა და უნარი აუცილებელია გამარჯვების მისაღწევად ნებისმიერ ვითარებაში.