სანავიგაციო კომპლექსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სანავიგაციო კომპლექსი – ურთიერთდაკავშირებული საბორტო-სანავიგაციო საშუალებების ერთობლიობა. მისი დანიშნულებაა ნავიგაციის და იარაღის ეფექტური გამოყენების ამოცანების ერთდროული ავტომატური გადაწყვეტა.
ნავიგაციური საშუალებების კომპლექსის შექმნა საბორტო კომპიუტერული ტექნიკის მეშვეობით ხორციელდება. მისი მიზანია ნავიგაციური პარამეტრების გამომუშავების, მათი გაზომვის, შენახვის, დამუშავების, მომხმარებლისთვის გადაცემის, ასახვის და რეგისტრაციის სიზუსტის და მდგრადობის ამაღლება.
სანავიგაციო კომპლექსში შედის: საინფორმაციო გასაზომი ხელსაწყოები, საბორტო კომპიუტერული ტექნიკა, კორექციის საშუალებები, მართვის ორგანოები, ინფორმაციის ასახვის და დოკუმენტირების მოწყობილობები, მონაცემების ტრანსლაციის და კონტროლის ხელსაწყოები.