სარაკეტო კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარაკეტო კომპლექსი - ფუნქციურად დაკავშირებული ერთი გვარეობის რაკეტებისა და სპეციალური საშუალებების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს მათ მოვლა-შენახვას, გაშვებას და ფრენის მართვას.

თავისი დანიშნულებით სარაკეტო კომპლექსები არის დამრტყმელი (სტრატეგიული, ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური) და სპეციალური გამოყენების (რაკეტსაწინააღმდეგო, საზენიტო, ხომალდსაწინააღმდეგო, ნავსაწინააღმდეგო, ტანკსაწინააღმდეგო), ხოლო ბაზირების ადგილის მიხედვით - სახმელეთო, საავიაციო და სახომალდო კომპლექსები.

სარაკეტო კომპლექსების შემადგენლობა და კონსტრუქცია მრავალფეროვანია და დამოკიდებულია მათ დანიშნულებაზე, ორგანიზაციულ კუთვნილებაზე, საბრძოლო გამოყენების პირობებზე და ა.შ. მაგალითად, 16-20 კგ. მასის გადასაზიდი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი ძირითადად უმარტივესი გამშვები დანადგარის და მსუბუქი რაკეტისგან შედგება, ხოლო სტრატეგიული სახმელეთო სარაკეტო კომპლექსი, მრავალტონიანი რაკეტის და გამშვები დანადგარის გარდა, რომელიც საკმაოდ რთულ და დიდი ზომის ნაგებობას წარმოადგენს, ასევე მოიცავს სამეთაურო პუნქტს, კავშირგაბმულობის სისტემებსა და საშუალებებს, სატრანსპორტო-გადასატვირთ მოწყობილობას, გამართვის, საბრძოლო, მორიგეობის, და ტექნიკური უზრუნველყოფის, ელექტრომომარაგებისა და სხვა საშუალებებს.

საავიაციო და სახომალდო კომპლექსებში სხვა სახეობის შეიარაღებისათვის დასაშვებია ერთიანი მოწყობილობის და სისტემების არსებობა. აგრეთვე მუშაობისათვის საავიაციო და საზღვაო ტექნიკური საშუალებების გამოყენება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები