სარაკეტო წყალქვეშა ნავების განადგურების საზღვაო ოპერაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სარაკეტო წყალქვეშა ნავების განადგურების საზღვაო ოპერაცია - სარაკეტო წყალქვეშა ნავების განადგურების საზღვაო ოპერაციას ახორციელებენ ფლოტების სხვადასხვა გვარეობის ძალები საბრძოლო პატრულირების რაიონებში, ბაზებიდან გასასვლელებში და ბაზებიდან პატრულირების რაიონებში გადასასვლელებზე მოწინააღმდეგის სარაკეტო წყალქვეშა ნავების აღმოჩენის და განადგურების გზით. იმავდროულად ანადგურებენ მოწინააღმდეგის ძალებს, საშუალებებს და ობიექტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სარაკეტო წყალქვეშა ნავების საქმიანობას და ურთიერთმოქმედ ნავსაწინააღმდეგო ძალებს.