საცეცხლე უპირატესობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საცეცხლე უპირატესობა – საცეცხლე საშუალებების უნარი წარმატებით შეასრულონ თავიანთი ამოცანები ისე, რომ არ დაუშვან მოწინააღმდეგის დაზიანების საშუალებების ორგანიზებული უკუქმედება. საცეცხლე უპირატესობის მიღწევა ხდება მოწინააღმდეგეზე რიცხობრივი და ხარისხობრივი უპირატესობის შექმნით, მოულოდნელობით და მაღალი ეფექტურობით, გადამწყვეტ მიმართულებებზე მასირებით, ძალების, საშუალებების და ცეცხლის (დარტყმების) მანევრით, მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებებთან უწყვეტი ბრძოლით. ის შეიძლება იყოს ტაქტიკური, ოპერატიული და სტრატეგიული.